სულ მალე გაირკვევა, ვინ გახდება ამერიკის პრეზიდენტი. ამ დროის მონაცემებით, ჯო ბაიდენს საგრძნობი უპირატესობა აქვს. დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს კამილა ჰარისი დაიკავებს. მოდით ცოტა მეტი გავიგოთ მასზე.
1. ის მეორე შავკანიანი ქალბატონი და წარმოშობით პირველი ქალია ინდოეთიდან, რომელიც ამერიკის სენატში აირჩიეს.
2. ის არაა ერთადერთი პოლიტიკოსი ქალი ოჯახში. მისი მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკაში. აქტიურად იბრძოდნენ ადამიანის უფლებებისთვის. მისი და, მაია ჰარისი, ჰილარი კლინტონის პირადი მრჩეველია.
3. ჰარისს აქვს კვალიფიციური იურიდიული განათლება. ცნობილია, რომ ვაშინგტონში ჰოვარდის სახელობის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მან სწავლა კალიფორნიის იურიდიულ კოლეჯში გააგრძელა. სწავლის დასრულების შემდეგ ის ოლქის პროკურორის მოადგილედ მუშაობდა. 2011 წელს ის კალიფორნიაში, გენერალურ პროკურორად აირჩიეს.
4. მან დაწერა ისტორიაც, რადგან გახდა პირველი ქალი ამერიკის ისტორიაში, რომელმაც პროკურორის პოსტი დაიკავა და შექმნა ვებ-პლათფორმა Open Justice, რათა საზოგადოებასთან კომუნიკაცია უფრო ღია გაეხადა.
5. მას უდიდესი წვლილი აქვს ქორწინებაში წყვილთა თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში, ასევე ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საქმეში.
6. საკუთარი კამპანიის დროს მას აქტიურად უჭერდა მხარს ბარაკ იობამა, ობამას მას ხშირად ადარებენ.