LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ, რომელმაც თბილისი მერობა გადაწყვიტა

608
თბილისელი

საქართველოში მცხოვრები ნიგერიელი ბიზნესმენი, იბოს მეფე რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ თბილისის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

ნიგერიელი ბიზნესმენი დედაქალაქის მერობის კანდიდატად  საარჩევნო სუბიექტმა „ჩვენი გაერთიანებული
საქართველომ“  წარადგინა.

შესაბამისი ინფორმაცია ცესკო-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

სხვადასხვა ინტერნეტპორტალზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ნიგერიელი ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ საქართველოში რამდენიმე წელია, ცხოვრობს.

ის თეოლოგია, ასევე დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას და ცდილობს, ქართველები და აფრიკელები ერთმანეთს გააცნოს.

საქართველოში უკვე 20 წელზე მეტია, ცხოვრობს. ჰყავს ქართველი მეუღლე ხათუნა ოგბუნუჯუ.

კარგად ფლობს ქართულ ენას.

„საქართველოში მეფურად არ ვცხოვრობ, ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც სხვაა – ყოველდღიური პრობლემებით, სიხარულით და ტკივილით. ქართული ენაც თბილისის ქუჩებში ვისწავლე. „კარენოი” არა, თორემ ისე თბილისელი ვარ, ჩამოსული თბილისელი“. – ამბობს რამდენიმე წლის წინ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თბილისის მერობის კანდიდატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები