LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის გოგონა, რომელმაც “შენ შეგიძლია ცეკვაში“ აკრობატული ნომერი შეასრულა?

99

ანი თალაკვაძე საზოგადოებამ გუშინ „იმედის“ ახალი პროექტით, „შენ შეგიძლია ცეკვა“ გაიცნო. 24 წლის ბალერინამ საკუთარი ძალები დიდ სცენაზე ცეკვაში მოსინჯა. ჟიურის წევრებს მან განსხვავებული ნომერი წარუდგინა და ახლა პროექტში გამარჯვებისთვის იბრძვის. ანიმ „მიუზიკ ბოქსს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

– 4 წლის ასაკიდან დავდივარ ბალეტზე, ჯერ სტუდიაში დავდიოდი, შემდეგ ვახტანგ ჭაბუკიანის აკადემიაში ჩავაბარე. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახიობობა გადავწყვიტე და „ილიაუნის“ უნივერსიტეტში ჩავაბარე, ოთარ ეგაძის ჯგუფში. ამჟამად „ილიაუნის“ და „მოძრაობის თეატრის“ მსახიობი ვარ.

– რატომ მიატოვეთ ბალეტი და აირჩიეთ მსახიობობა?

– 12 წელი ვცეკვავდი ბალეტს, ჩემი ოცნება კი მსახიობობა იყო, ამიტომ ბოლოს მაინც მსახიობი გავხდი. რთული ცხოვრება მქონდა, მუდმივად რეპეტიციებზე ვიყავით. ბალეტში, თუ გინდა რაღაცას მიაღწიო მაქსიმალური უნდა გააკეთო, ყველა დეტალზე იფიქრო. მე ვფიქრობ შევძელი მაქსიმუმი, მაგრამ ახალი ცხოვრება მინდოდა და ამიტომ დავანებე ბალეტს თავი.

– არ გაქვთ ნოსტალგია ბალეტის მიმართ?

– ნოსტალგია არ მაქვს ბალეტზე, რადგან მოძრაობის თეატრში ყოველდღე მაქვს ბალეტთან შეხება. საინტერესო ცხოვრება მაქვს. სულ ახალ სპექტაკლებზე ვმუშაობ, ახალი ხალხის გაცნობა მიწევს. ეს არ არის მოსაბეზრებელი. (ვრცლად)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები