„ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა”, – უკრაინის უმაღლეს რადას უმრავლესობის ფრაქციის „ხალხის მსახურის” თავმჯდომარის ამ განცხადების გამო, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დავით არახამიას არაკაცი უწოდა.
„არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. არახამია არის არაკაცი“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
გუშინ კი, ირაკლი კობახიძემ არახამიას განცხადებაზე დასმული კითხვის გამო „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.
არახამიას განცხადების შემდეგ, ირაკლი კობახიძის არაერთი თანაგუნდელი ალაპარაკდა მმართველი პარტიის თავმჯდომარის მამაზე.
ვინ არის გია კობახიძე:
გია კობახიძე – ქართველი პოლიტიკოსი, ფიზიკოსია.
1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
1972-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის გუნდის კაპიტანი.
1974-1976 წლებში იყო საქართველოს რაგბის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი.
1977-1978 წლებში იყო ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ინჟინერი.
1978-1985 წლებში იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, 1985-1992 წლებში იყო მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
არის 11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია “.
ეკავა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 1995-1999 წლებში.
იყო კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი.
ახლა რაგბის კავშირის გამგეობის წევრია.
პოლიტიკიდან წავიდა 2015 წელს.
როგორც განმარტა, ირაკლი კობახიძის „ქართული ოცნების“ პარტიაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის შესაძლო დაკავებას უკავშირდებოდა.
“მე ძალიან მახარებს ეს გადაწყვეტილება. ჩემი შვილის მიმართ ჯერ არის მხოლოდ შეთავაზება. იმედი მაქვს, პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ირაკლი კობახიძე შეთავაზებულ თანამდებობას დაიკავებს.
ეს გადაწყვეტილება მე გარკვეული ვალდებულებების წინაშე მაყენებს. ვარ ადამიანური, პოლიტიკური და ყველა ნორმისა და ეთიკის დაცვის მომხრე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკას. ჩემი საქმიანობა იქნება ექსპერტობა, სწორედ სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე”, – განაცხადა გია კობახიძემ 2015 წელს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
გია კობახიძეს ჰყავს მეუღლე თამარ ზაალიშვილი და ორი შვილი: ირაკლი და ქეთევან კობახიძეები.
ამავე თემაზე: