ცნობილი ხდება, რომ ფსიქოლოგმა ანუკი კალმახელიძემ წელიწად-ნახევარში 50 კილო დაიკლო. ამ თემაზე მან ვრცლად თავის მკურნალ ექიმთან, ენდოკრინოლოგ თამარ ხასაიასთან ერთად ისაუბრა.
„წელიწად-ნახევარი დამჭირდა 50 კილოგრამის დასაკლებად. მაშინ ფსიქოთერაპევტი არ ვიყავი. ეს ქალბატონი თამარის სრული დამსახურებაა, რომელმაც იზრუნა ჩემს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მე მქონდა სპეციალურად ჩემთვის გაწერილი რაციონი. მე არ მქონდა განცდა, რომ ვიყავი ე.წ. დიეტაზე. არასდროს ვყოფილვარ მშიერი. შიმშილის შეგრძნება არ მქონია. არ მქონია შეგრძნება, რომ რაღაც მინდა და ვერ მივირთმევ. ასეთი მიდგომა იყო: „რა გენატრება? რა გინდა?“ მე ვიღებდი იმას, რაც მენატრებოდა, რაც მინდოდა, რაღაც დროს, რაღაც პირობით. ჩემი წონა იმდენად დიდი იყო, რომ საწყის ეტაპზე ჩემთვის არ შეიძლებოდა ფიზიკური აქტივობა. მე ოთხი წლიდან დავიწყე წონაში მატება და ყოველ წელს მემატებოდა წონა. მქონდა გამოცდილებაში, რომ ოჯახის წევრების თხოვნით დამიცავს ე.წ. დიეტები. დამიკლია 20-25 კილო, მაგრამ მერე უფრო მალე მომიმატებია, ვიდრე დაკლებისთვის დამჭირდა. წონაში დაკლების მერე ფსიქოთერაპევტთან სიარული დამჭირდა. გამიჭირდა ჩემი თავის მიღება. სარკეში ვიყურებოდი და ვხედავდი სხვა ადამიანს. მე მომწონდა წონით ჩემი თავი. უცებ შემეცვალა თვალის ფორმა, ცხვირის ფორმა, როდესაც 50 კილო დავიკელი. წონაში დაკლება ადვილია. შენარჩუნებაა ძნელი. ამისთვის აუცილებელია თერაპიული კუთხით მუშაობა“, – განაცხადა ანუკი კალმახელიძემ „პოსტ TV“-ის ეთერში.