”ჟივანშიმ” ახალი სახის შესახებ განაცხადა. ფრანგულმა მოდისა და კოსმეტიკის სახლმა ქსელში საკმაოდ ორიგინალური შავ-თეთრი ვიდეო შეკითხვით: ”გამოიცანით ვინ არის?” გამოაქვეყნა.
GUESS WHO? THE NEW FACE OF #GIVENCHY, REVEALED TOMORROW. pic.twitter.com/Ttkusa18ER
— Givenchy (@givenchy) May 9, 2019
დამაინტრიგებელი პოსტის მიუხედავად, კომპანიის მომავალი ამბასადორი ინტერნეტმომხმარებლებმა გრძელი თმით ამოიცნეს.
იმ ფონზე, როცა საიდუმლოს ფარდა მარტივად აეხადა, საკუთარი ვინაობა დროზე ადრე, თავად ახალგაზრდა გოგონამ გაამხილა.
გაირკვა, რომ ”ჟივანშის” ახალი სახე არიანა გრანდეა, რომელსაც ოფიციალურად დღეს წარადგენენ.
შეგახსენებთ, რომ ”ჟივანშის” ყველაზე ცნობილ სახეებს შორის, ოდრი ჰეპბერნი და გრეისი კელი არიან.