LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინ არის დავით ხიდაშელი” – გარეჯის, იგივე რუსული საქმე – ელენე ხოშტარია საგამოძიებო ვიდეოს აქვეყნებს

72
ელენე ხოშტარია - ვიდეო

ვინ არის დავით ხიდაშელი – გარეჯის, იგივე რუსული საქმე – ამ სახელწოდებით მოძრაობა “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია საგამოძიებო ვიდეოს ავრცელებს, სადაც მისი სიტყვებით, საუბარია ბიზნსესმენ დავით ხიდაშელზე, რომელმაც პროკურატურის ცნობით, საქართველოს გარეჯის რუკები ჩამოუტანა.

ელენე ხოშტარია საკუთარ საგამოძიებო მასალაში ასაჯაროვებს ელექტრონული ფოსტით მიმოწერას, რომელიც სირიის რეჟიმის ლიდერს, ბაშარ ალ ასადსა და ხიდაშელის ე.წ. ბერძნულ კომპანიას, Intracom-ს შორის სირიის ომის დროს მიმდინარეობდა.

მიმოწერიდან ირკვევა, რომ ხიდაშელის კომპანია სანქციების გვერდის ავლით, სატელეკომუნიკაციო სისტემებით ასადის რეჟიმს ამარაგებდა მაშინ, როცა სირიაში ომი მიმდინარეობდა, ხოლო სირიის ლიდერი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებდა.

ელენე ხოშტარიას მიერ გასაჯაროვებული “შტაზის” არქივის დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანია ინტრაკომის დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი, სოკრატის კოკალისი “შტაზის” აგენტი იყო. პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ამბობს, რომ  კოკალისმა სწორედ “შტაზის”აგენტობის დროს შეაგროვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რამაც შემდეგ მისი ბიზნესის წარმატება განაპირობა.

“დავით ხიდაშელი 2007 წლიდან უმსხვილეს რუსულ საკომუნიკაციო კომპანიასისტემას შეუერთდა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა,” – ამბობს საგამოძიებო ვიდეოში ელენე ხოშტარია.

მისივე სიტყვებით, კომპანია “სისტემას” დამფუძნებელი და აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი ვლადიმირ ევტუშენკოვი, პუტინთან დაახლოებული ბიზნემენია. როგორც ირკვევა, კომპანია სისტემა გაეროს სანქციების გვერდის ავლით, კიმ ჩენ ინის რეჟიმის დროს ჩრდილოეთ კორეელ მოქალაქეებს ასაქმებდა.

საგამოძიებო მასალაში ელენე ხოშტარია მოითითებს, რომ კომპანია “სისტემა” 2014 წელს, მაიდნის მოვლენების დროს ვიქტორ იანუკოვიჩს აფინანსებდა და მისი კუთვნილი ბანკების მეშვეობით ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა. სისტემა დაკავშირებულია 90-იანი წლების ერთ-ერთ უდიდეს კრიმინალურ დაჯგუფება „სოლნცევოსთან“.

ელენე ხოშტარიამ  ასევე გაასაჯაროვა ინფორმაცია ჟენევაში დავით ხიდაშელის საცხოვრებელი სახლის შესახებ. ხიდაშელი „რუსულ სოფელში“ ცხოვრობს, სადაც რუსი ჩინოვნიკების, KGB-სა და FSB-ს წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

ელენე ხოშტარია გარეჯის საქმეს რუსულ საქმეს უწოდებს, რომელიც ივანიშვილმა შესასრულებლად ირაკლი ღარიბაშვილს დაავალა.

„დროა დავფიქრდეთ, რა შეიძლება იყოს ასეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანების რეალური განზრახვა. საქართველოში რუსული სპეცოპერაციები ივანიშვილებით, ხიდაშელებით, ორჯონიკიძეებით ვეღარ ჩატარდება და ამ სპეცოპერაციებს უდანაშაულო ადამიანები, როგორიც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან, აღარ შეეწირებიან“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები