პარლამენტში საქართველოს პირველი კონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გახსნეს.
დიდი ინტერესი გამოიწვია, თუ ვინაა ჩოხაში გამოწყობილი ბიჭი. რომელიც ღონისძებას დაესწრო.
მუზეუმის გახსნაზე გადაღებული ფოტოები, სოციალურ ქსელში ირინა ზაქარაიძემ გაავრცელა.
როგორც ირკვევა, ჩოხაში გამოწყობილი ბიჭი ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავალია, რომელიც დიდი წინაპრის სახელსა და გვარს ატარებს.
ექვთიმე თაყაიშვილი 10 წლისაა და პარლამენტში გამართულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო.