LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ბიჭი, რომელმაც კაფეში ანჯელინა ჯოლი ვერ შეამჩნია – „ვერ ვიცანი, მეგონა მოხალისე ჩამოვიდა… კრუასანს ველოდებოდი“

489
ანჯელინაბიჭი

ბიჭი თეთრი ყურსასმენებით, რომელმაც ანჯელინა ჯოლი ვერ შეამჩნია, დღეს უკრაინაში ყველაზე პოპულარული თინეიჯერია. იულიკ – ასე ეძახიან მას მეგობრები.

ჭრელი კეტებით, მოხატული ველოსიპედით და დამტვრეული ტელეფონით მერვეკლასელი ჰემეჩ იულიანსი ამბობს, რომ ანჯელინა ჯოლი ნახა, მაგრამ მასთან ფოტოს გადაღების ან ავტოგრაფის სურვილი არ გასჩენია, რადგან ვერ იცნო. იულიკი ამ დროს შეკვეთილ კრუასანს ელოდებოდა. სახლში მისვლის შემდეგ კი გაიგო, რომ მის ზურგს უკან ჰოლივუდელი ვარსკვლავი ავტოგრაფებს გასცემდა.

„მე შევამჩნიე ანჯელინა ჯოლი, მაგრამ ვერ ის ვიცანი. ის საუბრობდა ინგლისურად, მეგონა ერთ-ერთი მოხალისე ჩამოვიდა დასახმარებლად. კრუასანს ველოდებოდი და ინსტაგრამს ვსქროლავდი. მხოლოდ სახლში მისვლის შემდეგ გავიგე მსოფლიო ვარსკვლავის ჩამოსვლის შესახებ. სახლში მისვლის შემდეგ დედამ მითხრა რომ უკვე ცნობილი ვიყავი და მაჩვენა ვიდეო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა“, – ამბობს იულიკი „კურიერი .ს.“-თან საუბარში.

14 წლის იულიკის თქმით, ის ჰოლივუდელი მსახიობის შემოქმედებას კარგად იცნობს. მისი საყვარელი ფილმი, სადაც ჯოლი მონაწილეობს „ლარა კროფტია“.

წყარო: რუსთავი 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები