LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ანა ფრანკის და, რომელიც ასევე წერდა დღიურებს: მარგო ფრანკის უცნობი ამბავი

540
margofrank-Zagl

უდავოა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოები ანა ფრანკის დღიურია. ებრაელი გოგონას ისტორიამ მთელ მსოფლიოს საშინელი მოვლენები უცნობი კუთხით დაანახა. ცოტამ თუ იცის, რომ ანას უფროსი და, მარგოც წერდა დღიურებს. ეს ჩანაწერები დაიკარგა, ანას დღიური კი იმ ქალებმა შეინარჩუნეს, რომლებიც ფრანკების ოჯახს იფარავდა. აქ მარგოს ნაკლებად ცნობილი ისტორიაა, რომელიც იმ ადამიანების მოგონებებისგან აეწყო, რომლებიც მას პირადად იცნობდნენ.

უზრუნველი ომამდელი ცხოვრება

მარგო ბეტი ფრანკი გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში დაიბადა 1926 წლის 16 თებერვალს. გოგონას მშობლები იყვნენ ფრანკ-ჰოლანდერი და ოტო ფრანკი. სამი წლის შემდეგ ის უფროსი და გახდა – დაიბადა ანა. ოჯახი დიდ ყურადღებას უთმობდა გოგონების განათლებას. მშობლებს საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდათ. რაიონი, სადაც ფრანკები ცხოვრობდნენ, მულტიკულტურული იყო – სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლები აქ მშვიდად ცხოვრობდნენ.

ანა ფრანკი

ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა 1932 წლის საბედისწერო ზაფხულს. გერმანელი „ყავისფერი პერანგები“ ქალაქში მარშით გავიდნენ. ნაცისტები ებრაელების განადგურებისკენ მოუწოდებდნენ როგორც ქვეყნის პრობლემების მოგვარების საშუალებას. ამ დღეს ფრანკები მიხვდნენ, რომ მათი მშვიდი ცხოვრება სრულდებოდა და გერმანიიდან წასვლის დრო იყო. ამ დროს მარგო უკვე სკოლაში დადიოდა. 1933 წლის დასაწყისში კი გერმანიის მთავრობამ დაადგინა, რომ ებრაელი ბავშვები სასწავლო დაწესებულებებში ვეღარ ივლიდნენ.

 

ნიდერლანდებში გადასვლა

ანა ფრანკის მუზეუმი ნიდერლანდებში

გერმანიაში ანტისემიტიზმი საშიშ სახეს იღებდა. 1933-ის ზაფხულში ფრანკების ოჯახი ამსტერდამში გადავიდა. მარგო ისევ წავიდა სკოლაში და ფრიადოსანი იყო. ოტომ ახალ ადგილზე ბიზნესი ააწყო და თითქოს ყველაფერი დალაგდა. გავიდა სულ რაღაც 7 წელიწადი და გერმანელები ნიდერლანდებში შეიჭრნენ. დაიწყეს ანტიებრაული კანონების მიღება, ამ ერს ყველანაირად ზღუდავდნენ. მათ შორის აეკრძალათ საზოგადო ადგილებისა და სასწავლო დაწესებულებების დასწრება. 1941 წელს ანა და მარგო იძულებული გახდნენ ებრაელებისთვის განკუთვნილ სკოლაში გადასულიყვნენ.

ოტო ფრანკის ფოტო ანასთან და მარგოსთან, ყვითელი ვარსკვლავების გვერდით, რომელთა ტარებასაც ჰოლანდიელ ებრაელებს აიძულებდნენ

მარგო დღიურს აწარმოებდა და ამით საკუთარი დაც „მოწამლა“. მარგოს ცხოვრებისა და ხასიათის შესახებ ცნობები შეკრულია ანას და მათი ჩანაწერებისგან, რომლებიც პირადად იცნობდნენ. სკოლის მეგობარი ახასიათებდა როგორც მოკრძალებულ და ღიმილიან გოგონად. მარგო ყოველთვის ყველგან საუკეთესო იყო, მაგრამ ამის გამო არ ქედმაღლობდა. ყველას დახმარებას ცდილობდა. მას ენდობოდნენ. რაც შეეხება სწავლას, ანას დღიურში უწერია: „როგორც ყოველთვის, ბრწყინვალეა… ის ისეთი ჭკვიანია!“.

მარგო ფრანკის საპასპორტო ფოტოების ფურცელი, 1937 წ

ანა დის შესახებ წერდა, რომ ჭკვიანი და კეთილი, უბრალოდ სრულყოფილება იყო. ყველაფერთან ერთად მარგო ღვთისმოშიშიც იყო. ის სინაგოგაში დადიოდა და ივრითს აქტიურად სწავლობდა. გოგონას სპორტიც უყვარდა. კარგად სრიალებდა თხილამურებზე, თამაშობდა ჩოგბურთს და ნიჩბოსნობის კლუბის წევრიც კი ყოფილა. გოგონას ოცნებაც კეთილშობილური ჰქონდა. სკოლის დასრულების შემდეგ სურდა სამეანო საქმე შეესწავლა და პალესტინაში წასულიყო.

მარგო ფრანკის საპასპორტო ფოტოების ფურცელი, 1939 წ

უკანონოდ

მარგოს ოცნებას ასრულება არ ეწერა. 1942 წლის ზაფხულში მან უწყება მიიღო, რომელიც გერმანულ შრომით ბანაკში წასვლას ავალდებულებდა. სხვა რამდენიმე ოჯახთან ერთად ფრანკები იატაკქვეშეთში წავიდნენ. მათ ორი წელი მოახერხეს დამალვა ოტოს კომპანიის შენობის საიდუმლო მიშენებაში. ამხანაგებს საკვები და საჭირო ნივთები მიჰქონდათ.

მარგო ფრანკი ებრაულ ლიცეუმში, 1941 წლის დეკემბერი

იატაკქვეშეთში ცხოვრება ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. საჭირო იყო მკაცრი და ურთულესი წესების დაცვა. მცირედი დარღვევაც კი ოჯახს სიკვდილს უქადდა. მაგალითად, უნდა დაეცვათ სიჩუმე, რადგან შესაძლო იყო კედელს მიღმა მათი ხმა მუშებს გაეგონათ. მარგომ ამ სიწყნარეში სრულად შეისწავლა ლათინური. ანა წერდა, რომ დამ ასევე ისწავლა ინგლისური და ფრანგული, აითვისა ძირითადი სტენოგრაფიები. ასე სწავლობდა ალგებრას, გეომეტრიას, მექანიკას, ისტორიას, ბიოლოგიას, ეკონომიკასა და მედიცინას.

ღალატი

ომის დასრულებამდე ორ წელიწადზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც ოჯახი გერმანელებს გადასცეს. დღემდე უცნობია, ვინ არის გამცემი. მიშენება დაანგრიეს და ყველა მიმალული ციხეში ჩასვეს. რამდენიმე დღეში ფრანკები ვესტერბორკის შრომით ბანაკში გაგზავნეს. იმის გამო, რომ ოჯახი იმალებოდა და მთავრობის ბრძანებებს იგნორირებდა, სახელმწიფო დამნაშავეებად გამოაცხადეს. სასამართლომ მათ კატორღული შრომა მიუსაჯა. ფრანკები ყველაზე ცნობილ საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს – ოსვენციმში.

მარგო და ანა ფრანკების საფლავზე ყვავილები და ქვები აწყვია ცერემონიის შემდეგ, რომელიც ბერგენ-ბელზენის გათავისუფლების 70 წლისთავს მიეძღვნა, 26 აპრილი 2015 წ.

მარგო ფრანკის მემკვიდრეობა

აუშვიც-ბირკენაუში ჩასვლის შემდეგ, ოჯახი განაცალკევეს. თავიდან ბავშვები დედასთან რჩებოდნენ. ერთ თვეში გოგონები ბერგენ-ბელზენის ბანაკში გადაიყვანეს. აქ კიდევ უარესი პირობები იყო. დები პარტახტიანი ტიფით დაავადნენ. ისინი 1945 წლის თებერვალში რამდენიმე დღის ინტერვალით გარდაიცვალნენ და განთავისუფლებამდე სულ რაღაც ორი თვე არ ეყოთ.

ქალები თავიანთ კუთვნილ პურს იღებენ ბერგენ-ბელზენის ბანაკის გათავისუფლებისას, 1945 წლის აპრილში

ფრანკების ოჯახის შემდგომი ისტორია ცნობილია. გადარჩა მხოლოდ მამა – ოტო ფრანკი. როდესაც მას უმცროსი გოგონას დღიური გადასცეს, მან მისი გამოქვეყნება გადაწყვიტა. ასე იხილა სამყარომ წიგნი: „ანა ფრანკი: ახალგაზრდა გოგონას დღიური“. დაუმსახურებლად დაივიწყეს მარგო. ისიც იმსახურებს მარადიულ ხსოვნას და ადგილს ადამიანების გულში.