LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ყველაზე ტანადები ევროპაში

57
iStock-1051239748-scaled

ყველაზე ტანადი ევროპელები იტალიაში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში ცხოვრობენ.
ზედმეტი წონა სხვებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად სწორედ იტალიელებს (46%), ფრანგებსა (47%) და ლუქსემბურგელებს (48%) აწუხებთ.

ყველაზე ხშირად კი ამ პრობლემის წინაშე ხორვატები და მალტელები (65%) დგანან. არასასურველი კილოგრამები ევროპელთა 53%-ს აქვს, 17% კი ზედმეტი წონით გამოწვეულ გართულებებს ებრძვის.

ასეთი მონაცემები ევროპის სტატისტიკურმა სააგენტო „ევროსტატმა“ გაავრცელა.

საინტერესოა, რომ ზედმეტი წონა ყველაზე ხშირად 65 წელს გადაცილებულ ევროპელებს აქვთ. თავის როლს ასრულებს ასევე განათლებაც და ამ პრობლემის მქონეთა 59%-ს საშუალო განათლებაც არ აქვს დასრულებული.

ევროპა სიმსუქნეს ძალიან აქტიურად ებრძვის და ბევრ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებას ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან იწყებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები