LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან კორონავირუსით დღეს გარდაცვლილები

149
LEONARDTOWN, MARYLAND - APRIL 14: (EDITORIAL USE ONLY) Radiologists prepare to take an x-ray image in a COVID-19 patient's room in the intensive care unit of MedStar St. Mary's Hospital April 14, 2020 in Leonardtown, Maryland. MedStar St. Mary’s Hospital is located near the greater Washington, DC area in St. Mary’s county, Maryland. The state of Maryland currently has more than 8,200 reported coronavirus cases and over 225 deaths. (Photo by Win McNamee/Getty Images)

დღეს კორონავირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტიდან 3 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა.

თბილისში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება: რა ხდება რეგიონებში

როგორც  ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მათგანს თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

“დაფიქსირდა გარდაცვალების 4 ახალი შეთხვევა, 3 – აჭარაში.
ერთ-ერთი გახლავთ 68 წლის მამაკაცი, რომელიც კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შევიდა, ჰქონდა თანხმხლები დაავადებები. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილია ასევე 64 წლის ქალი, მძიმე თანხმხლები დაავადებებით, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბწონიანი იყო და მისი მდგომარეობიდან გამოყვანაც ვერ მოხერხდა.
ასევე, გარდაიცვალა 84 წლის მამაკაცი. სამივე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. მეოთხე პაციენტის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას არ ვფლობ“,
– განაცხადა ენდელაძემ.

ენდელაძის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის  41 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ერთის-კრიტიკული.

„ჩვენს კლნიკაში ამჟამად არის 41 კოვიდინფიცირებული, მათგან 5 არის მძიმე მდგომარეობაში, ხოლო ერთი კრიტიკული. სხვა პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გვყავს ბავშვებიც, რომელთა მდგომარეობაც თითქმის დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 58-მდე გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები