LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან ატენის ქუჩაზე მოკლული დედა-შვილი – სამი დაღუპული ერთი ოჯახიდან

7416
huhu

თბილისში, ატენის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. გარდაცვლილია ოჯახის სამი წევრი: დედა – ირინა გედევანიშვილი და შვილები – თაკო და ლევან აბაშიძეები.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელი, ლევან აბაშიძე, რომელსაც “ტაისონას” სახელითაც იცნობენ,  ლონდონიდან ახალი დაბრუნებული იყო. როგორც მეზობლები ყვებიან, ლევან აბაშიძესა დასთან დაძაბული ურთიერთბა ჰქონდა, რის გამოც თაკო ცალკე ცხოვრობდა. მათი ვარაუდით, დედის და დის მკვლელობა სწორედ ამ დაძაბულ ურთიერთობას უკავშირდება.

მოკლულის დედა, ირინა გედევნიშვილი ლექტორი იყო და სახლში აბიტურიენტებსაც ამზადებდა.

ატენის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სხვა ვერსიაც არსებობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე სამივე ადამიანი შესაძლებელია სხვა პირმა მოკლა.

ატენის ქუჩაზე მკვლელობის ვერსიებში ნარკოტიკიც ურევია - ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე

"ისევ და ისევ ამფეტამინს ან ბიოს ან სააფთიაქო ნარკოტიკებს ასახელებენ".

შსს-ში არც ერთ ვერსიას ოფიციალურად არ ადასტურებენ.

მკვლელობა ატენის 20 ნომერში მოხდა. ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას მუხლით არის დაწყებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები