პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” აცხადებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის სასარგებლოდ ხმა 76 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 13 წავიდა.
კენჭისყრის ანგარიშს სოციალურ ქსელში ანა ნაცვლიშვილი აქვეყნებს.