LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიმუშავებთ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, გაუმკლავდეს რუსეთის მცდელობას, ჩაშალოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი” – კელი დეგნანი

152
keli

პირველი ოფიციალური შეხვედრა ამერიკის ელჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის – კელი დეგნანი დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

როგორც ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ელჩთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ამერიკა- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას.

ჩ”ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ამ ტერიტორიებთან მიმართებით და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც აშშ-ს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იმისა, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ, რადგანაც დღემდე არსებული მიღწევები, ის ინიციატივები კონგრესის მხრიდან, ადმინისტრაციის მყარი მხარდაჭერა და ის, რომ საქართველო – აშშ-ს თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა, იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს“,-აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოში აშშ-ს ახალი ელჩი კი აცხადებს, რომ ისინი საქართველოს რამდენიმე მიმართულებით დაეხმარებიან.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ და ვიწყებ მუშაობას მინისტრთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად ძალიან დატვირთული დღის წესრიგით. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს განაგრძოს დასავლეთში ინტეგრაცია, რომ გაუმკლავდეს რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს და მცდელობას ჩაშალოს საქართველოს მიერ წლების მანძილზე უდიდესი შრომით მიღწეული პროგრესი. რა თქმა უნდა, ასევე ვიმუშავებთ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან ხანგრძლივი და ძლიერი პარტნიორობა და ვაპირებ, რომ ჩემი და მინისტრის გუნდების დახმარებით კიდევ მეტად გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები“,-განაცხადა ამერიკის ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები