“რუსთავი 2” -ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ტვ პირველის მფლობელის გამოკითხვაზე დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ნიკა გვარამია წერს, რომ ქვეყანაში რუსული ტიპის ოლიგარქიული დიქტატურის მოდელი შენდება.
“მეგობრებო, ეს ქვეყანა იხურება და მისგან რუსული ტიპის ოლიგარქიული დიქტატურის მოდელი შენდება, რომლის ადგილი დასავლურ სამყაროში არც არის და ვერც იქნება.
ამის დაშვება არ შეიძლება! ეს ყველა ქართველი პატრიოტის ვალია! ამ ისტორიულ გზაგასაყარზე, საით წავიდეთ, ჩრდილოეთით თუ დასავლეთით, ჩვენს ნაცვლად ვერავინ გადაწყვეტს, ვერც ჩვენი მთავარი მოკავშირე დასავლეთი. უნდა გვწამდეს დასავლეთის მხარდაჭერის და გვეიმედებოდეს ჩვენი მეგობრები, მაგრამ ეს საკითხი სრულად და საბოლოოდ მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია. უნდა ვიმოქმედოთ, თორემ ერთ დღესაც ჩვენი შვილები კრასნოდარის მხარის გარე პროვინციის მოქალაქეებად გაიღვიძებენ.
ჩვენი გზა დასავლეთია! უზურპატორი უნდა წავიდეს!
შეგახსენებთ, “ტვ პირველის” მფლობელი ვატო წერეთელი პროკურატურაში თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, ვატო წერეთელი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით სავარაუდოდ, 8 აგვისტოს დაიკითხება.
ვიმედოვნებ, რუსთავი 2-ის შემდეგ არ იქნება ტვ პირველის ჯერი – ძველიშვილი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი "ტვ პირველის” დირექტორის გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება