LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმოქმედებთ 1991 წელს მიღწეული აქტის თანახმად – აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

76

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს რუსეთის მიერ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და მისი აკრძავლის შესახებ არსებული აქტის დარღვევაზე ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

„ჩვენ ვიმოქმედებთ 1991 წელს მიღწეული აქტის თანახმად. ეს კი დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს,“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლმა, ჰიზერ ნაუერტმა.

ვაშინგტონის მიერ ახალი სანქციების მომზდარება რამდენიმე თვის წინ, დიდ ბრიტანეთში მომხდარ ფაქტს უკავშირდება, როდესაც ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა მომხდარზე პასუხისმგბლობა რუსეთს დააკისრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები