საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ მომავალ არჩევნებზე „ნაკლებ სიძულვილის ენას, ნაკლებ დეზინფორმაციასა და ფეიკნიუსს“ ნახავს.
დეგნანის თქმით, „თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული და საარჩევნო პროცესის შემდეგი ტესტი იქნება“.
„ვფიქრობ, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა შეიმუშავეს კარგი საგზაო რუკა, რომელიც ასახულია საარჩევნო რეფორმის იდეაში, 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა პარტიასთან, უწყებასთან, მათ შორის სოციალურ მედიაზე, რა პოზიტიური და ნეგატიური გავლენები აქვს მას ამომრჩევლებზე. ვიმედოვნებთ, რომ ოქტომბერში, მომავალ არჩევნებზე ვნახავთ ნაკლებ სიძულვილის ენას, ნაკლებ დეზინფორმაციასა და ფეიკნიუსს და სოციალური მედიის უფრო მეტ ბენეფიტს ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით, პარტიების პლატფორმებისა და პრიორიტეტების შესახებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.