LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვილოცოთ მშვიდობისთვის, საკმარისია ომი, კმარა ძალადობა” – რომის პაპი ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას გამოეხმაურა

116
el-papa-francisco-animo-a-los-obispos-auxiliares-a-continuar-con-el-ministerio-pastoral-y-las-actividades-administrativas-ya-iniciadas-01

„შეშფოთებით და ტკივილით ვუყურებ ამბავს, რომელიც ბოლო საათებში ისრაელში განვითარდა”, – ამის შესახებ რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს. ის ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმას ეხმაურება და საზოგადოებას მშვიდობისკენ მოუწოდებს.

რომის პაპმა ხალხს ლოცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მძევლები აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ.

“შეშფოთებით და ტკივილით ვუყურებ ამბავს, რომელიც ბოლო საათებში ისრაელში განვითარდა. ძალადობა უნდა შეწყდეს. დავეხმაროთ ამ ჰუმანიტარულ კატასტროფაში მყოფ მოსახლეობას მძევლების გათავისუფლებაში. ვილოცოთ მშვიდობისთვის. საკმარისია ომი. კმარა ძალადობა,”- აცხადებს პაპი ფრანცისკე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები