LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვილნიუსსა და ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება

123
390-1

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, „ვიზეარი“ მზადაა, პირდაპირი ფრენები აღადგინოს, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის.

„ბალტიის ქვეყნებმა ერთმანეთთან უკვე გახსნეს მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანთან ტურისტების მიმოსვლა აღვადგინოთ. ძალიან კარგია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ დაადასტურა მზადყოფნა, რომ აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. აღნიშნული სამინისტრო ლიეტუვაში ასევე კურირებს ტურიზმის სექტორს.

„შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ ერთმანეთში მოლოდინები გაიდლანებსა და პროტოკოლებთან მიმართებაში, კერძოდ, რა უნდა იყოს დაცული იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან შემოვა უცხოელი ტურისტი ან ჩვენი მოქალაქე გავა საზღვარგარეთ. კარგია, რომ ჩვენი ხედვა ერთმანეთს ემთხვევა და ჩვენ ლიეტუვას მხარესთან ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მზად უნდა ვიყოთ, უსაფრთხოდ აღვადგინოთ საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა - ნათია თურნავა

"თურქეთთან გვაკავშირებს არა მხოლოდ აქტიური ტურისტული მიმოსვლა, არამედ საერთო საქმიანი კავშირებიც"

ეკონომიკის მინისტრის განმარტებითვე, საქართველო ტურისტული ბაზრის გახსნას უცხოელი, მათ შორის, ლიეტუველი ტურისტებისთვის პირველი ივლისიდან გეგმავს. თუმცა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უმკაცრესად იქნება დაცული უსაფრთხოების საერთაშორისო გაიდლაინები მთელი ტურისტული სექტორისთვის, იქნება ეს სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, ტურისტული სააგენტოები, გიდები და სხვ. მისი თქმით, საქართველოში სრულად დაინერგება ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინები, რაც განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო მოგზაურობის ქვეყნის იმიჯს მსოფლიოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები