LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება

176
tvirtmfrinavi

წელს, პირველად  ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები იწყება. ტუროპერატორ „ტეზტური“-ს წარმომადგენლები, რომელიც ფრენებს ბათუმის მიმართულებით სექტემბრიდან იწყებს, 20-მდე ტურისტული კომპანიის წევრთან ერთად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან. ლიეტუველ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან ერთად შეხვდა და რეგიონისთვის ვილნიუსიდან პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე, ქვეყნებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ესაუბრა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული ქვეყნები და ტურისტული ბაზრები, საიდანაც უნდა მოვიძიოთ ახალი ტურისტული ნაკადები. ლიეტუვასთან აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა, როგორც სარეკლამო კუთხით, ასევე კომუნიკაციის თვალსაზრისით და შემოდგომისთვის ვაპირებთ, რომ გვქონდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, რაც დარწმუნებული ვარ წარმატებით განხორციელდება,“ -განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, ლიეტუვა აჭარისთვის ერთერთი მთავარი სამიზნე ქვეყანაა, სადაც დეპარტამენტი მარკეტინგულ და ონლაინ რეკლამებს ახორციელებს. გასულ წელს, აჭარაში  ლიეტუვადან 33%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები