პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ვიღაცამ ვიღაცის ხელმოწერა რომ გააუქმა – ეს პირიქით ადასტურებს, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და კიდე უფრო სწრაფად იქნება.
“ეს ყველას უნდა გვესმოდეს – ხელმოწერის გაუქმება პირდაპირი დასტურია, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება და როგორც კი ეს არჩევნები მორჩება ჩათვალეთ, რომ ეგრევე დაიწყებენ მზადებას რიგგარეშე არჩევნებისთვის,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან შეხვედრისას ქარელში.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ პარტიას “საქართველოსთვის” მხოლოდ მომავალი არჩევნები კი არ აინტერესებს, არამედ გრძელვადიანი პროექტია.