60 წლის ბრიტანელმა ქალბატონმა ჟოზე მოურინიოს საპატივსაცემოდ 35 ტატუ გაიკეთა.
ბოლო ტატუ ინგლისელმა ბებომ 14 თებერვალს მიიხატა და ამაში 158 ფუნტის გადახდა არ დაენანა. ეს ახირებული მოხუცი ქალი ვივიენ ბადიკოტი გახლავთ და ის პორტუგალიელი სპეციალისტის ფანია, რასაც ასე უჩვეულოდ გამოხატავს.
“უკვე 35 ტატუ მაქვს. ჟოზე უბრალოდ გამორჩეული არაა – ის საუკეთესოა. ყოველდღე, როდესაც გაზეთს გადავშლი და მის ფოტოს ვხედავ, ტანში ჟრუანტელი მივლის”, – აღნიშნა პლატონურად შეყვარებულმა ვივიენმა.
https://www.youtube.com/watch?v=9nLgN1u3bm4