LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდრე ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგებოდა – ლაშა ხუციშვილი

123
ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა არ იგეგმება. მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ დღევანდელ მოცემულობაში შეკითხვა არარელევანტურია.

„ბუნებრივია, მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ამ საკითხის [რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა] განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგებოდა, შესაბამისად, ეს შეკითხვა არ არის რელევანტური დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.