რიონის ხეობაში სამართალდამცველების მობილიზებაა. ადგილზე წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს. ფოტომასალამას “რუსთავი 2” ავრცელებს.
საპროტესტო მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ წყლის ჭავლის მანქანები სოფელ გუმათთან დაახლოებით 150 მეტრში დგას.
“აქ ვართ იმისთვის, რომ მოვთხოვოთ პოლიციას, ჩვენი კანონიერი უფლება, გზაზე მშვიდობიანი გადაადგილების. გუშინ, პოლიციამ მოატყუა აქ დარჩენილი ადამიანები – თუ გაათევდნენ ღამეს არ დაჯარიმებოდნენ, როგორც პროტესტის მონაწილეები, მაგრამ ცხრას რომ ხუთი წუთი დააკლდა გამოუცხადეს, რომ თუ არ წავიდოდნენ დააჯარიმებდნენ.
საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანი დაჯარიმდა.
დღეს უკვე ისევ სამოქმედო გეგმის ნაწილში, დავრჩებით აქ და ვიდრე არ გაგვიშვებენ ვიქნებით ამ ადგილზე”.- აცხადებს გოლეთიანი.
შეგახსნებეთ, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები დღეს აქციას მართავენ. მოქალაქეები გუმათის დასახლებაში უკვე იკრიბებიან.