LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო:„თუკი ვინმეს დაგჭირდებათ, ორლანდო თქვენს მშობიარობას გადაიღებს“ – კეტი პერიმ მშობიარობის დეტალები გაიხსენა

89
39114110-0-image-a-57-1612960171766

გასული წლის ბოლოს 35 წლის პოპ-ვარსკვლავs, კეტი პერისა და 43 წლის მსახიობ, ორლანდო ბლუმს, ქალიშვილი შეეძინათ. ახლახანს პერი Super Bowl-თან დაკავშირებით ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში იყო მიწვეული, სადაც მშობიარობის დეტალები გაიხსენა.

როგორც ინტერვუიდან გახდა ცნობილი, ორლანდო ქალიშვილის დაბადებას დაესწრო და პერის საოცრად დაეხმარა.

„ის მე საოცრად მაძლიერებდა, მას ჩემი ხელი ეჭირა. ორლანდო მშობიარობის პროცესს  კამერით იღებდა, აღნიშნულ დავალებას თავი ოსტატურად გაართვა, ასე რომ თუკი ვინმეს დაგჭირდებათ, ორლანდო თქვენს მშობიარობას უპრობლემოდ გადაიღებს“, – გაიხუმრა პერიმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები