LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო:„მაიამ რაც გააკეთა მაშინ, როდესაც გიო ცუდად იყო, მსგავი სიყვარული არ მინახავს..მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო გიო დიდი კაცი, არის მაია“ – ზუკა ხუციშვილი

664
BeFunky-collage

ზუკა ხუციშვილმა დედის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ემოციურად ისაუბრა.

როგორც ზუკამ აღნიშნა, დედა მისთვის უძვირფასესი ადამიანია.

„მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო გიო დიდი კაცი, არის მაია.

გინდა მუსიკალური მხარე, გინდა ის, რომ იმ რთული პერიოდიდან ამოიყვანა და ჩაეხუტა.

ძალიან რთულია დღეს იმაზე საუბარი როგორ ცუდადაც იყო და ეს ყველაფერი რა მალე მოხდა.

მაგრამ მაიამ რაც გააკეთა იმ პერიოდში გიო ცუდად რომ იყო, მე ეგეთი სიყვარული არ მინახავს არასოდეს, არსად, არცერთ ფილმში და არცერთ ნაწარმოებში.

ერთი ცრემლი არ გადმოვარდნია იმ პერიოდში, როცა გიო იყო ცუდად. რკინა იყო, ყველაფერს აკეთებდა. პირველი ცრემლი როცა დავინახე, ეს იყო გიოს წასვლის მერე, მაშინ მიხვდა, რომ უკვე ვეღარ დაეხმარებოდა,“ – აღნიშნა ზუკამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები