LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიდეოჩანაწერის გავრცელება არავის შერჩება”-ლაშა თორდია

97

მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული, რათა ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ იმ ვითარებიდან, რომელშიც ახლა არის – ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა.

სოციალური ქსელით დღეს გავრცელებული ვიდეოჩანაწერი,  თორდიას განცხადებით, დანაშაულია, რომელიც „არავის შერჩება“.

”პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და ვიდეო ჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, არ შერჩება. აუცილებლად იქნება გამოძიებული როდის დაიბარეს ეს ადამიანები, ამ კლუბის თანამშრომლები, რა ზეწოლა განხორციელდა მათზე და ყველა აგებს პასუხს დანაშაულისთვის”, – განაცხადა თორდიამ და აღნიშნა, რომ ვიდეოს ახლა გავრცელება ოთარ ფარცხალაძესთან მის დაპირისპირებას უკავშირდება.

https://www.youtube.com/watch?v=r15ziAcD9oI

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები