LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზურა მანჯავიძემ ბავშვობის ოცნება აისრულა: „მინდოდა, მქონოდა სახლი ტბის პირას… ეს პატარა წალკოტი მოვიწყვეთ ჩვენთვის…“

2985
ზურა მანჯავიძე

„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომ მქონოდა სახლი ტბის პირას. ნაწილობრივ ავისრულე ეს ოცნება. ზოგადად, ძალიან დიდი ხანია მინდა, მოვწყდე ქალაქის საშინელ რიტმს, რომელმაც ყველა დაღალა. ეს პატარა წალკოტი მოვიწყვეთ ჩვენთვის. განსაკუთრებით ბოლო წლებში, პანდემიის პერიოდში, როცა სულ სხვანაირად დაფასდა მიწა, მიწასთან მუშაობა და სოფლის მეურნეობა, ეს აზრი უფრო მეტად გამიჯდა. ჩემს მეგობრებთან ერთად შევეჭიდე დიდ საქმეს. ყველაფერი სათევზაო მეურნეობით დაიწყო. მთელ თავისუფალ დროს აქ ვატარებ…“, ამბობს ზურა მანჯავიძე „შუადღესთან“ ინტერვიუში. მომღერალმა მეგობრებთან ერთად ტბის პირას მეურნეობა მოაწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები