11 წლის ნინი თევზაძემ ოცნება აიხდინა, თიკა ფაცაცია გაიცნო და გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს” პირდაპირ ეთერში სიმღერა „ზღაპრული ფერია” შეასრულა.
კომენტარებში საზოგადოებამ თბილი კომენტარები არ დაიშურა: „ნინი ხომ კარგი გოგოა, მაგრამ თიკა არის ყველაზე საუკეთესო წამყვანი და მით უმეტეს ადამიანი, პიროვნება”…„მართლა რა საოცრება ხარ საყვარელო”…„სამივე ძალიან საყვარელი და რაც მთავარია, სიკეთით სავსე ხართ”.
შეგახსენებთ, რომ უსაყვარლესი ნინი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვია.
❤️?? ჩვენმა ზღაპრულმა ფერიამ – ნინიმ ოცნება აიხდინა და თიკა ფაცაცია გაიცნო
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on Wednesday, 31 May 2023