„ჩვენი ოჯახის“ ეთერს მსახიობი ზაზა კოლელიშვილი ცოლთან, ნათია გოგოჭურთან ერთად ესტუმრა და სხვა თემებთან ერთად, სასმელზე დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა:
„ორი წელი და სამი თვეა, არანაირი სასმელი არ მიმიღია. მანამდეც ფხიზლად ვიყავი, მაგრამ ველოდები ახალი წლის და შობის დადგომას, რომ დამელია. 65 წლის ასაკიდან დავიწყე სულ ფხიზელი ცხოვრება. ეს არის შეუდარებელი. დანანება მაქვს, ახალგაზრდობაში რომ მე ეს შემძლებოდა. არ ვამბობ არდალევას, არამედ ზომის ფარგლებში… ჩემს თავს თავადაც ლექციები წავუკითხე. საშინელებაა… არავის ვუსურვებ. როცა მუშაობ და ხარ აქტიური, მერე ხდები უცებ არასასურველი კი არა… არა მოთხოვნადი. კახეთში ვიყავი და ჩემს თავთან შეჯახება მქონდა. პანდემიამ მაჩვენა, როგორ ვცხოვრობდი, გავაანალიზე და უფლის მადლობელი ვარ, რომ დამანახვა, რამდენად ტკბილია ცხოვრება. მომამზადა იმისთვის, რომ დამენახა… ძალიან თამამად ვამბობ, რომ ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 15% გამოვიყენე…“
ზაზა კოლელიშვილის მეუღლემ აღნიშნა, რომ სასმელზე დამოკიდებულების გამო მსახიობს ბევრ პროექტზე უთხრეს უარი…
ნათია გოგოჭური: „ზაზას დეპრესია ჰქონდა, საპენსიო ასაკი დაუდგა, არაფრის გაკეთება აღარ უნდოდა…“