LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველაზე მდიდარ მამაკაცს ხვდები, ცოტა შესაბამისად მოიქეცი“ – მეგან კელიმ ლორენ სანჩესს პირდაპირ ეთერში მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უწოდა

144
page

„ამაზონის“ დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს 60 წელი შეუსრულდა. ეს დღე მილიარდერმა თავის საცოლესთან, ლორენ სანჩესთან ერთად მილანში აღნიშნა. სანჩესი „დოლჩე და გაბანას“ მაქმანებიან კაბაში იყო გამოწყობილი.

„დაბადების დღეს გილოცავ პატარავ“ – ლორენ სანჩესი ახალი ვარცხნილობითა და გამჭვირვალე კაბით საყვარელი მამაკაცის 60 წლის იუბილეზე

სწორედ ეს „ლუქი“ გახდა კრიტიკის მიზეზი. ჟურნალისტმა მეგან კელიმ მთელი თავისი გადაცემა სანჩესის კრიტიკას დაუთმო. მან ისაუბრა ლორენის ჩაცმის სტილსა და  პლასტიკურ ჩარევებზე. კულმინაცია ის იყო, როდესაც კელიმ სანჩესს პირდაპირ ეთერში მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უწოდა.

„შეხედეთ მის სახეს, რა გაიკეთა ასეთი, ან ეს რა ჩაცმულობაა… ყველაზე მდიდარი მამაკაცს ხვდები და ცოტა შესაბამისად მოიქეცი და ჩაიცვი. უკაცრავად, მაგრამ ნამდვილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია“,  – აცხადებს კელი.

ლორენ სანჩესს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი მაიამის მზეს ეფიცხებიან – წყვილის მორიგი გამოჩენა

ფოტო: როგორ ცვლის მილიარდები – ჯეფ ბეზოსის საცოლის, ლორენ სანჩესის გასაოცარი გარდასახვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები