მიმდინარე წლის დეკემბერში, კინოეკრანებზე „ადამიანი ობობას“ ახალი ნაწილის გამოვა. სულ ცოტა ხნის წინ Sony Pictures-მა ფილმის, „ადამიანი ობობა: გზა სახლისკენ აღარ არის“ პირველი ტრეილერიც გაავრცელა. ფილმში მთავარ როლებს ტომ ჰოლანდი და ზენდაია ასრულებენ.
ცნობისთვის, ახალ ნაწილში ბენედიქტ კამბერბაჩი „დოქტორ სტრენჯის“ როლში ჩნდება. პიტერ პარკერი მას თხოვნით მიმართავს, ადამიანი ობობას ვინაობა ყველას დაავიწყოს. როგორც ჩანს, მე-3 ნაწილში ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყება.