LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყველა თამაშის წინ ძალიან ვნერვიულობ და სპაზმური ხველა მეწყება.. პენალტების სერიაზე ვერ გავძელი, გასახდელში ჩავედი და იქ გავიგე ყიჟინა, მივხვდი, რომ მოვიგეთ“ – ეროვნული ნაკრების ექიმი გამარჯვების ემოციებზე

147
დავით ხარაბაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, რომელიც „დინამო არენაზე“, პენალტების სერიის დროს არის გადაღებული – კადრებში ჩანს ნაკრების ექიმი, დავით ხარაბაძე, რომელიც „ბენჩის“ უკან, სტადიონიდან ზურგით დგას და ქართველ ფეხბურთელებს ემოციურად გულშემატკივრობს.

დავით ხარაბაძემ, რომელიც „პრაიმშოუს“ სტუმრობდა, პენალტების ეპიზოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სტადიონზე ვერ გაძლო და გასახდელში ჩავიდა, სადაც გამარჯვების შესახებ შეიტყო:

„ვინერვიულე, თან ძალიან, მე ყველა თამაშზე ვნერვიულობ, ხიზანას ჰკითხეთ – თამაშის დროს სპაზმური ხველა მეწყება და ხიზანა მეკითხება-ხოლმე: შენ ხომ არ გჭირდება სამედიცინო დახმარებაო. ყოველთვის ასეა, განსაკუთრებით ლუქსემბურგთან და საბერძნეთათან მატჩის დროს – გადამწყვეტი თამაში იყო.

პენალტებამდე, იძულებული ვიყავი, როგორც ექიმი იქ ვყოფილიყავი, სხვანაირად არ გამოდიოდა. პენალტების სერიაზე ვერ გავძელი, „ბენჩის“ უკან ვიყავი ჩაცუცქული და ხალხის რეაქციით ვხვდებოდი – შევაგდეთ თუ არა.

როდესაც მიქაუტაძემ ვერ გაიტანა, ვერ გავძელი და გასახდელში ჩავედი, იქ გავიგე ყიჟინა და მივხვდი, რომ მოვიგეთ, შემდეგ ამოვედი.

ორმაგად ბედნიერი ვარ და ჩემთვის ორმაგად პასუხისმგებლობაა ასეთი წარმატება, რადგან ამ ბიჭების 90%-ს ბავშვობიდან ვიცნობ – მათი 90 % „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, მეც „დინამო თბილისის“ ექიმი ვარ და მათთან ერთად გავიზარდე.

მე მყავს ბრწყინვალე სამედიცინო სტაფი, დიდი მადლობა გიორგი ჩანგელიას, თენგიზ გულბიანს, მიშა აბრამიშვილს და გიორგი ბჟალავას, სამედიცინო თვალსაზრისით, ამ წარმატების 90 % მათი დამსახურებაა. მოედანზე მე გამოვდივარ და მე ვჩანვარ, თორემ ჩემს უკან დიდი ძალა დგას“, – აღნიშნავს დავით ხარაბაძე.

ვიდეო: ,,ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა და ასეთი რამ თქვა: ჩემო ძმებო და მეგობრებო…” – რა უთხრა ხვიჩა კვარაცხელიამ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლამდე

✨ დავით ხარაბაძე – საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმი #პრაიმშოუში

🇬🇪⚽ ყველა თამაშის წინ ძალიან ვნერვიულობ, სპაზმური ხველა მეწყება ნერვიულობისგან. მე მყავს ბრწყინვალე სამედიცინო სტაფი და უდიდესი მადლობა მათ! ✨ დავით ხარაბაძე – საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმი #პრაიმშოუში

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები