LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ სიმღერას მხოლოდ მსოფლიოს აღსასრულის შემთხვევაში ვიმღერებდი“ – ჯონ ლენონის შვილმა უკრაინის მხარდასაჭერად Imagine პირველად შეასრულა

322
page

რუსეთ-უკრაინის ომზე უამრავმა ლეგენდარულმა არტისტმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და საქველმოქმედო ორგანიზაციაში ჩაერთო. ალბათ ჯონ ლენონი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ომს პირველი სწორედ ის დაგმობდა.

ლეგენდარული Pink Floyd უკრაინისთვის გაერთიანდა და 28 წლის შემდეგ პირველი სიმღერა გაავრცელა

ვიდეო: „მოუსმინე ჩემს გულს, რომელიც ამბობს უკრაინას“ – Scorpions-მა საკულტო სიმღერის, Winds of Change ტექსტი შეცვალა

ამჯერად, უკრაინას სიმღერა ლეგენდარული Beatles-ის წევრის შვილმა, ჯულიან ლეონმა მიუძღვნა, მან სიმღერა Imagine პირველად იმღერა, ჯულიანს პარტნიორობა ჯგუფ Extreme-ის წევრმა, ნუნო ბეტენკმა გაუწია. ამით მუსიკოსები კამპანიას, Stand Up for Ukraine შეუერთდნენ.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ Imagine-ს მხოლოდ მსოფლიოს აღსასრულის შემთხვევაში ვიმღერებდი. მაგრამ ახლა ამ სიმღერის ტექსტი მსოფლიოში მშვიდობისკენ ჩვენს სწრაფვას ასახავს. ეს სიმღერა სინათლეა გვირაბის ბოლოს“, – განაცხადა ჯულიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები