ფილიპინელმა წყვილმა ვულკანის ამოფრქვევის ფონზე იქორწინა. მიძინებულმა ვულკანმა „ტაალიმ“ სწორედ მაშინ გაიღვიძა როდესაც ჩინო და კატ ვაფლორებმა ერთმანეთს სამუდამო ერთგულების ფიცი დაუდეს.
წყვილმა ცერემონია ვულკანიდან 16 კილომეტრის მოშორებით გამართა და ფონზე განვითარებულ სტიქიას მათთვის ხელი არ შეუშლია. უფრო მეტიც, ქორწილის ფოტოგრაფმა ნამდვილად დაუვიწყარი კადრების გადაღება შეძლო. სტუმრები ცოტა დაძაბულები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
რაც შეეხება ვულკანის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას, მათ თავისი სახლების დატოვება და უსაფრთხო ზონაში გადასვლა მოუხდათ. ხოლო თუ რამდენი ხანი გააგრძელებს „ტაალი“ აქტიურობას ამის ზუსტად თქმა მეცნიერებს უჭირთ.