თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად სამგორის რაიონში არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. “დამპალოს” ხიდის ქვეშ, ავტომანქანების სავალ გზაზე წვიმის შედეგად წყალი დაგუბდა და რამდენიმე ავტომობილი დაიტბორა.
ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ წყალი დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე იყო დაგუბებული, ავტომანქანები კი ამ ადგილას გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.
“20 წუთი იწვიმა და ავტომობილები დაიძირა … კარგად რომ დაგეგმეს სანიაღვრე სისტემები და ხარისხიანად გააკეთეს ხიდი – კლასიკური მაგალითია”,-წერს ხაბეიშვილი ფეისბუქში.