LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: წერეთლის გამზირზე, შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ მოძრაობის სქემა შეიცვალა – იხილეთ სქემა

178
საავტომობილო მოძრაობა

„აკაკი წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდებარედ მოძრაობის სქემა შეიცვალა“, – ამის შესახებ ინფორმაციას და შეცვლილი სქემის გრაფიკულ ვიდეოს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან გადაადგილება შესაძლებელი იყო წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქსნის ქუჩის მიმართულებით.

„რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევა აიკრძალა და მოძრაობა დასაშვებია ტრანსპორტის ქუჩისკენ.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრა კი ნებადართულია შალიკაშვილის სახელობის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან მარცხნივ მოხვევით, ნონა გაფრინდაშვილისა და ფეიქართა ქუჩების მიმართულებით“, – აღნიშნულია ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოძრაობის სქემის ცვლილება ე.წ. დიდუბის ხიდის მიმდებარედ

🚗 აკაკი წერეთლის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე, შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმდებარედ მოძრაობის სქემა შეიცვალა. 🚦 შალიკაშვილის სახელობის ხიდიდან გადაადგილება შესაძლებელი იყო წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქსნის ქუჩის მიმართულებით. 🚧 რეაბილიტაციის შემდეგ წერეთლის გამზირიდან მარცხნივ მოხვევა აიკრძალა და მოძრაობა დასაშვებია ტრანსპორტის ქუჩისკენ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრა კი ნებადართულია შალიკაშვილის სახელობის ხიდის მარჯვენა პანდუსიდან მარცხნივ მოხვევით, ნონა გაფრინდაშვილისა და ფეიქართა ქუჩების მიმართულებით. 🚘 თბილისის მერია გისურვებთ მშვიდობიან და უსაფრთხო მგზავრობას!

Posted by ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო on შაბათი, 30 მარტი, 2024