LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წელს უკანასკნელად იდგა „არტ-გენის“ სცენაზე, საკუთარ უკანასკნელ დაბადების დღეს“ – რას ჰყვებიან შოვში გარდაცვლილ გენადი სულთანიშვილზე

598
Untitled design

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

გარდაცვლილთა შორის, ოჯახის წევრებმა ამოიცნეს 65 წლის გენადი (გენო) სულთანიშვილი – სოფელ გლოლას მკვიდრი, ანსამბლ „ბუბას“ წევრი, გლოლას სკოლის მუსიკის პედაგოგი და შოვის კოტეჯების სასადილოს მზარეული.

„ოჯახი ვადასტურებთ დაღუპვის ფაქტს, დასახიჩრებული ცხედარი ამოვიცანით“ – შოვის სტიქიის დროს დაღუპულებს შორის გენადი (გენო) სულთანიშვილია

გენადი სულთანიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მისმა სიძემ, მამუკა ცერცვაძემ ფეისბუკის ჯგუფში „რაჭა“ გაავრცელა.

„ფორტუნა“ დაუკავშირდა მამუკა ცერცვაძეს, რომელმაც გენადი სულთანიშვილის შესახებ გვიამბო:

„ეს ადამიანი ყოველთვის რაჭული ფოლკლორის ავანგარდში იდგა. ანსამბლ „ბუბას“ წევრი იყო.

წელს უკანასკნელად იდგა „არტ-გენის“ სცენაზე, თან საკუთარ უკანასკნელ დაბადების დღეს.

იყო ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, უკრავდა ყველა ხალხურ ინსტრუმენტზე. მე მგონი, რაჭაში მის მეტი ვერავინ უკრავდა ჭიანურზე.

 

#Artგენი2023 არტ-გენი 2023 Art-Gene Fest ?:Francis Prymerski

Posted by Francis Prymerski on კვირა, 30 ივლისი, 2023

 

წლების განმავლობაში იყო ონის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი. უამრავი ბავშვი ჰყავს გაზრდილი და უამრავ ადამიანს შეასწავლა ქართული ხალხური სიმღერა და ხალხური ინსტრუმენტები“, – გვიყვება მამუკა ცერცვაძე.

 

 

#Artგენი2023 არტ-გენი 2023 Art-Gene Fest ?:Francis Prymerski

Posted by Francis Prymerski on კვირა, 30 ივლისი, 2023

 

„არაჩვეულებრივი ადამიანი, ძალიან დიდი ტკივილია! იმედს მაინც არ ვკარგავ!” – გიორგი უშიკიშვილი 

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე ინტენსიურად გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები