კომპანია Volvo-მ 7 კროსოვერისგან საკმაოდ შთამბეჭდავი კოშკი ააგო. შვედური ბრენდის მარკეტინგის სამსახურმა სხვადასხვა სიმძლავრის XC60-ები აიღო და 14 ტონიანი ინსტალაცია გააკეთა. ბუნებრივია, ამ ტრიუკის შესასრულებლად კროსოვერებმა გარკვეული ცვლილებები მიიღეს, რათა ასეთი სიმძიმისთვის გაეძლოთ. საქმე ვერ გამოვიდოდა დაზღვევის გარეშეც და კოშკის ზედა ელემენტები სპეციალური ბაგირებით დაამაგრეს.
2020 წელს Volvo-მ მძიმე სატვირთოებისგან კოშკი უკვე შექმნა, თანაც მაშინ საუბარი იყო კონსტრუქციაზე, რომელსაც გადაადგილება შეეძლო. კროსოვერებისგან შექმნილი ანალოგიური კონსტრუქცია სტატიკურია, თუმცა მაინც ძალიან ეფექტურად გამოიყურება.
Volvo XC60-ის სიმაღლე 1,7 მეტრია, ანუ 7 კროსოვერისგან აშენებული პირამიდა საკმაოდ მაღალი გამოდის. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიდეო რგოლი ჯერ არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა სოციალურ ქსელებში პრომოაქციის მასშტაბები უკვე შეაფასეს.