LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Volvo–მ ავტომობილი 30 მეტრის სიმაღლიდან გადმოაგდო

73
vovlvo2011

კომპანია „ვოლვომ“ ექსტრემალური კრაშ–ტესტი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 30 მეტრის სიმაღლიდან ათობით ავტომობილი გადააგდო. რთული გამოცდა სპეციალისტებს დაეხმარა, რომ მძიმე ავარიის მოდული შეექმნათ და ასეთ დროს ადამიანების გადარჩენის სცენარი გაეთამაშებინათ.

კრაშ–ტესტის ჩასატარებლად „ვოლვოს“ სპეციალისტებმა სამშენებლო ტექნიკა გამოიყენეს. ამწეკრანის საშუალებით შვედებმა ათობით სხვადასხვა მოდელი 30 მეტრის სიმაღლეზე აიტანეს, შემდეგ კი ძირს ჩამოაგდეს. ჩამოგდებამდე ინჟინერებმა გათვალეს, თუ რა წნევის ქვეშ აღმოჩნდებოდა თითოეული ავტომობილი და რა სახის დაზიანებას მიიღებდა. ასეთი ექსპერიმენტის დამსახურებით მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის დაჯახების სცენარი გაითამაშეს.

მსგავსი ავარიების დროს მგზავრები კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, კრაშ–ტესტის მიზანი მაშველების დახმარება და საჭირო უნარების გამომუშავებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები