LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Volkswagen Tiguan–მა „რვიანის“ ტესტი ჩააბარა

38
wolkvgn20122345

ესპანური გამოცემის km77–ის ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, Volkswagen Tiguan–ის მანევრირება შეემოწმებინათ. „რვიანის“ ტესტის დროს ავტომობილმა საკმაო მოქნილობა გამოავლინა.

„რვიანის“ ტესტი საშუალებას იძლევა, რომ ავტომობილის მანევრირება მკვეთრი მოსახვევებით შემოწმდეს. საცდელმა მოდელმა განსაზღვრული ტრაექტორია უნდა გაიაროს და მკვეთრი მოსახვევების დროს კონუსებს არ უნდა შეეხოს. ამ ტესტით სპეციალისტები იმას ადგენენ, შეძლებს თუ არა ავტომობილი გზაზე მოულოდნელად წარმოქმნილი წინააღმდეგობისთვის თავის გართემავას.

Volkswagen Tiguan–მა დავალებას თავი პირველივე ცდის დროს იდეალურად გაართვა. 75 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებისას კროსოვერმა მკვეთრი მანევრები შეასრულა და მხოლოდ ერთი კონუსი გადააყირავა. ეს კონუსი ტრასის დასაწყისში იყო მოთავსებული და დავალების შესრულებაზე გავლენას არ ახდენდა. შემდეგი ცდა უკვე 77 კმ/სთ სიჩქარით შესრულდა. Tiguan–ის მძღოლი ყველა მოსახვევში წარმატებით შევიდა და ერთ კონუსსაც არ შეხებია.

სპეციალისტები ყველგანმავალის შესაძლებლობებით კმაყოფილი დარჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები