Volkswagen-ის ემბლემა კენგურუებს ავტომობილთან მისვლაში შეუშლის ხელს. კენგურუ ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სიმბოლოა, თუმცა მწვანე კონტინენტის მოსახლეობისთვის ეს ცხოველი ზოგჯერ სერიოზულ საფრთხესთან ასოცირდება, განსაკუთრებით გზაზე გადაადგილების დროს.
კომპანია Volkswagen-მაც პრობლემის მოგვარების თავისეულ ხერხს მიაგნო – გერმანული ბრენდის ემბლემას მოწყობილობა RooBadge ჩაანაცვლებს, რომელიც ცხოველების დასაფრთხობადაა განკუთვნილი.
ავსტრალიის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღიურად 7000-მდე სადაზღვევო სარჩელი გროვდება, რომელიც გზაზე მოულოდნელად გადმომხტარ კენგურუებს უკავშირდება.
რაც შეეხება სიახლეს, ის წარმოადგენს ემბლემაში ჩამონტაჟებულ დინამიკს, რომელიც „კენგურუს დამაფრთხობელ ხმებს“ გამოსცემს და როგორც ცდებმა აჩვენა, მშვენივრადაც მუშაობს.