თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავზე იგრძნოს ის სიკეთეები, რაც ადგილობრივ დონეზე შეიძლება მოგვარდეს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, როგორც მერის, პირველ კომენტარს ტელეკომპანია “სეზონი” ავრცელებს.
“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგება. შევუდექი საქმეს, გავეცანი ჩემს გუნდს.
არსებულ პროექტებს მივყვებით ბოლომდე, დავასრულებთ. ახალ პროექტებს განვახორციელებთ.
მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მოვინიშნე ის რიგი პრობლემები, რაც იყო და მაქსიმალურად, უახლოეს მომავალში შევუდგებით მათ მოგვარებას
ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობაში და მათთან ერთად ამ კეთილ საქმეებს გავაკეთებთ, რაც უკეთესი მომავალია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გორის მუნიციპალიტეტი იყოს ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეული მუნიციპალიტეტი, ამისთვის არც ძალ-ღონეს დავიშურებ და არც ჩვენს შესაძლებლობებს. მაქსიმალურად დავიხარჯებით ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის”, – აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.