„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალმა, ბაბი კირკიტაძემ საკუთარ „ფეისბუკგვერდზე“ საჯაროდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ მის წინააღმდეგ „არაერთი ჭორი და დამონტაჟებული ვიდეომასალა გავრცელდა“ და „საზიზღრობის შემქმნელების და გამავრცელებლების წინააღმდეგ, აუცილებლად შეიტანს სარჩელს და არ გაჩერდება მანამ, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით ია ფარულავა სოციალურ ქსელში საუბრობს და ბაბის სოლიდარობას უცხადებს.
მომღერალი ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
„მინდა გამოვეხმაურო ახალ სკანდალს, რომელიც ბაბი კირკიტაძის გარშემო ატყდა. რაღაც გამოუქვეყნებიათ, არ მინახავს და არც ვაპირებ ნახვას..
ვის აშინებთ ამ გამოქვეყნებებით? რას გვიკეთებთ თქვენი ჭკუით ჩვენ ქალებს? გვამცირებთ? გვაშინებთ? გვაშანტაჟებთ?
დადეთ.. ჩემზეც თუ რამე გაქვთ დადეთ, მაინტერესებს რომ ვნახო, როგორი ვიყავი წლების წინ სექსუალური და ცეცხლოვანი.
ჩვენ ვერაფრით ვერ შეგვაშინებთ, ვერაფრით ვერ დაგვაშანტაჟებთ, ვერაფრით გაგვაჩუმებთ. დედამიწის ზურგზე არაფერი გვაშინებს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქალები!“, – ამბობს ია ფარულავა.