LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,ვინმე რუსეთს თუ მიხსენებს, იქ მთავრდება ჩემთვის ყველაფერი” – ალექსანდრე ზაზარაშვილმა რუსულ პროექტსა და ნახევარ მილიონ დოლარზე უარი პატრიოტიზმის გამო თქვა

255
befunky-collage-2024-03-05t001808.935-2024-03-05_00-18-12_437665

ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა რუსულ პროექტში მონაწილეობასა და ნახევარ მილიონ დოლარზე პატრიოტიზმის გამო თქვა უარი.

ალექსანდრეს თქმით, სიტყვა რუსეთის გაგონებისას მისთვის ყველაფერი მთავრდება და მთავარი თავისი ქვეყნის სიყვარულია.

,,პირველად როდესაც დაგვირეკეს ეს იყო უკრაინული ,,ვოისის” შემდეგ, როდესაც გავიმარჯვე და ხალხმა გამიცნო. ამერიკაში წასასვლელად ვემზადებოდი. ერთხელაც მანქანით სახლში ვბრუნდებოდით და დედაჩემი მეუბნება, რომ რუს პროდიუსერს სურდა იქაურ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ისეთი თანხა მითხრეს, რომ ვერ წარმომედგინა. საუბარია 500 000 დოლარზე. ასევე მათი იქნებოდა მანქანა, ბინა. ეს ხდებოდა 2019 წელს და პერიოდულად მეორდებოდა.

ვინმე რუსეთს თუ მიხსენებს, იქ მთავრდება ჩემთვის ყველაფერი. ყოველ წელს ვუყურებ ფილმს 2008 წლის ომის შესახებ. იმდენად უპატივცემულობას იწვევს ჩემში რუსული ყველაფერი, რომ ვღიზიანდები. ეს ჩემი ქვეყნის სიყვარულია. ეს არ იყო მხოლოდ რუსეთში წასვლა, უნდა მეთქვა, რომ უკრაინა-რუსეთი-საქართველო ერთია და ძალიან ბევრი რამე გვაკავშირებს”, – ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

,,დიდი შოკი იყო ჩემი ცვლილება, მთელი ჩემი ოჯახი ტიროდა…დედა ხელს მიჭერდა, ნუთუ, მართლა ალექსანდრეაო” – რას იხსენებს ალექსანდრე ზაზარაშვილი

ვიდეო: როგორ დახვდნენ ალექსანდრე ზაზარაშვილს მშობლიურ სკოლაში: „ამხელა სითბო და სიყვარული შეიძლება, უდიდესი სცენებიდან ვერ მიმეღო…“

ვიდეო: ,,ჭორები იმის შესახებ, რომ უკრაინულ ,,ვოისში” ,,ჩაწყობით” გაიმარჯვეთ, მართალია?” – რას აცხადებს ალექსანდრე ზაზარაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები