დრამისა და კინოს მსახიობი, თამუნა მდივანი სამი შვილის დედაა. სხვადასხვა სერიალებში და რეკლამებში მონაწილეობს. ამჟამად, დროის უმეტეს ნაწილს ოჯახს უთმობს. თუმცა, დარწმუნებულია, რომ საყვარელ პროფესიას აუცილებლად დაუბრუნდება.
პანდემიის დროს, ადამიანებმა სხვადასხვა გასართობ საშუალებებს მიმართეს. მათ შორის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა აპლიკაცია ,,ტიკ-ტოკი”.
,,ფორტუნას” სიუჟეტის გმირს, რთულ პერიოდში დროის გასაყვანად და გულის გადასაყოლებლად, შვილმა აპლიკაციით სარგებლობა შესთავაზა, რაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
თამუნა მდივანს, უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მისი ვიდეოები განსაკუთრებული პოზიტივით გამოირჩევა. საუბრისას ისიც გავარკვიეთ, რომ ერთ-ერთი შვილი ყველასათვის კარგად ნაცნობი, წარმატებული და ნიჭიერი მომღერალი სალომე ქათამაძეა. ის პატარა გიორგის დედა გახდა და შვილის აღზრდასთან ერთად, კარიერას ამერიკაში აგრძელებს.