LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ვინ არის ნანუკა ქაჯაია? აქციის მონაწილეს ვუთხარი, მისთვის არ შემიგინებია“ – „ოცნების“ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი

329
ლევან მგალობლიშვილი

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა ამავე ტელევიზიის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას და პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პარლამენტში მისულ დეპუტატს ჟურნალისტი შეკითხვას უსვამს, რაზედაც დეპუტატმა მას გინებით უპასუხა.

„სანამ შეხვალთ გვიპასუხეთ… რატომ გარბიხართ?“ – ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე ლევან მგალობლიშვილის გინება ისმის.

 

 

მოგვიანებით, მგალობლიშვილმა „ტვ პირველს“ თავადვე უთხრა, რომ მას ჟურნალისტისთვის არ შეუგინებია და მისი ნათქვამი აქციის მონაწილის მისამართით იყო.

„ვინ არის ნანუკა ქაჯაია, კაცი დგას ძალიან უწმაწური წარწერით და მაგას ვუთხარი. ჩემი საქმეა ვის როგორ ვუპასუხებ, ჩემს საქციელზე მე ვაგებ პასუხს.

ნანუკა ქაჯაიასთვის მე არ შემიგინებია, როგორ გეკადრებათ“. – განუცხადა მედიას  ლევან მგალობლიშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში, პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით: „შეაწუხე ირაკლი“. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია.

„არა რუსულ მთავრობას“ – პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები