LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე ვიცი, რომ ეს მარტივი არ არის“, – კევინ კოსტნერმა პანდემიას სიმღერა მიუძღვნა

237
safe-image (1)

თუკი გაინტერესებთ, სად გაქრა მსახიობი კევინ კოსტნერი, გეტყვით, რომ ის აქტიურ მუსიკალურ საქმიანობას ეწევა და პანდემიის დროს, კორონავირუსს სიმღერაც კი მიუძღვნა.

The Sun Will Rise Again, – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც 65 წლის მსახიობმა თავის როკ-ჯგუფთან, Modern West-თან ერთად შექმნა, მის დასაპრემიერებლად კი „ინსტაგრამს“ ეწვია. სიმღერა იმ ადამიანებს ეძღვნება, ვინც კორონავრსის პანდემიის დროს თვითიზოლაციაში იმყოფება.

„მინდა იცოდეთ, რომ მე ყველაფერი კარგად მაქვს და ვიცი, რომ რაც ახლა ხდება, ეს მარტივი არ არის“, – განაცხადა ოსკაროსანმა მსახიობმა.

https://www.instagram.com/p/B_i-36fpEmE/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები