ვენეციაში სექს-მუშაკები გაიფიცნენ. Euronews-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ხელში წითელი ქოლგები ეკავათ, რაც ძალადობისგან, დამცირებისგან და სტერეოტიპებისგან დაცვის სიმბოლოა. აქციის ორგანიზატორი მეძავთა სამოქალაქო უფლებების კომიტეტი გახდა.
საპროტესტო აქციები ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სექს-მუშაკები სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავენ.